რეფერალურ პროგრამაში მონაწილეობის წესები


1. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე წესები არეგულირებს მომხმარებლების მონაწილეობის წესს „Cemiazri.Ge“ პროექტის რეფერალურ პროგრამაში (შემდგომში „კომპანია“ ან „პროექტი“).
1.2. რეფერალური პროგრამის მონაწილე კისრულობს ვალდებულებას, მიიზიდოს მომხმარებლები მხოლოდ კანონიერი, კეთილსინდისიერი და ამ წესებით დაშვებული ხერხებით.
1.3. რეფერალურ პროგრამაში მონაწილეობა ნიშნავს აღნიშნული წესების, ასევე პროექტის სხვა დოკუმენტების სრულ და უპირობო მიღებას.
1.4. კომპანიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეამოწმოს პროგრამის მონაწილეების მიერ ამ წესების დაცვა.

2. ტერმინები

2.1. მოტივირებული ტრაფიკი — ტრაფიკი, რომლის დროს მომხმარებლები ახდენენ რეგისტრაციას, აქაუნტის დადასტურებას,  გამოკითხვებში მონაწილეობას ან ასრულებენ სხვა მოქმედებებს, ძირითადად გასამრჯელოს, ბონუსის ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით და არა პროექტისადმი რეალური ინტერესის გამო.
2.2. უხარისხო (თაღლითური) ტრაფიკი — ტრაფიკი, რომელიც შეიცავს  ხელოვნური მომხმარებლის მოზიდვის, ავტომატიზირებული აქტივობის, ბოროტად გამოყენების, პლატფორმის შეზღუდვების გვერდის ავლის ან სხვა ქმედებების ნიშნებს, რომლებიც არ ქმნის რეალურ ღირებულებას პროექტისთვის.

3. მომხმარებლის მოზიდვის დაშვებული ხერხები

3.1. მონაწილეს უფლება აქვს მომხმარებლები მოიზიდოს შემდეგის გამოყენებით:
საკუთარი ვებსაიტებით
კონტექსტური რეკლამით;
ტარგეტირებული და თიზერული რეკლამა;
სოციალური ქსელებით;
მობილური აპლიკაციებით;
პირადი რეკომენდაციებით;
კომპანიასთან წინასწარ შეთანხმებული სხვა სარეკლამო ხერხებით.
3.2. კომპანიის ბრენდის, სავაჭრო ნიშნების, დომენური სახელების, საფირმო სტილის და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

4. შეზღუდვები და აკრძალვები

4.1. მონაწილეს ეკრძალება მომხმარებელთა მოზიდვის ხერხები, რომლებიც:
არღვევს კანონმდებლობას;
შეცდომაში შეჰყავს მომხმარებლები;
ქმნის ხელოვნურ, მოტივირებულ ან არაკეთილსინდისიერ ტრაფიკს;
არღვევს მესამე მხარეების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს;
შეუძლია კომპანიისთვის სარეპუტაციო, ფინანსური ან სხვა ზიანი მიაყენოს.
4.2. კერძოდ, აკრძალულია:
სპამის, მიმღების თანხმობის გარეშე მასობრივი ფოსტის და სხვა შემაწუხებელი სარეკლამო ხერხების გამოყენება;
pop-up, clickunder-ის, doorway traffic-ის და მსგავსი მექანიკების გამოყენება;
adult-ტრაფიკის გამოყენება და მასალების განთავსება ზრდასრულთა რესურსებზე;
მომხმარებლების მოზიდვა ბუქსების, დავალებების ბირჟის, მიკროამოცანების სერვისების, მოტივირებული ტრაფიკის სისტემების და მსგავსი პლატფორმების მეშვეობით;
პროექტის შესახებ ცრუ, შეცდომაში შემყვანი ან დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება;
პროექტის პოზიციონირება ფულის სწრაფად ან მუდმივად შოვნის გარანტირებულ საშუალებად;
მომხმარებლებისთვის გარანტირებული შემოსავლის ან ფიქსირებული გასამრჯელოს დაპირება;
მულტი აქაუნტის შექმნა, ხელოვნური რეგისტრაცია ან სხვა ხერხით გასამრჯელოს მიღების მცდელობა არაკეთილსინდისიერი ხერხით;
ვირტუალური ნომრების, დროებითი ელექტრონული ფოსტის მისამართების, იდენტიფიცირების დამალვის საშუალებების, მოწყობილობის ჩანაცვლების ან პლატფორმის წესებისა და ტექნიკური შეზღუდვების გვერდის ავლის სხვა მეთოდების გამოყენება.

5. ტრაფიკის ხარისხის შემოწმება

5.1. კომპანიას უფლება აქვს განახორციელოს ტრაფიკის ხარისხისა და წარმოშობის შემოწმება შიდა ანტიფროდ სისტემის, ანალიტიკური ინსტრუმენტების და სხვა კონტროლის მეთოდების გამოყენებით.
5.2. კომპანია დამოუკიდებლად აფასებს ტრაფიკის ხარისხს და კეთილსინდისიერებას შიდა კრიტერიუმების, სტატისტიკური მონაცემების, შემოწმების შედეგების და კომპანიისთვის ხელმისაწვდომი სხვა ინფორმაციის საფუძველზე.
5.3. უხარისხო ან თაღლითური (ფროდული) ტრაფიკის ნიშნებს შესაძლოა მიეკუთვნებოდეს:
მომხმარებელთა ავტომატიზირებული რეგისტრაცია;
ბოტების ან ბოტოფერმების გამოყენება;
მასობრივი რეგისტრაციები მოკლე დროში;
მომხმარებლის აქტივობის არარსებობა რეგისტრაციის შემდეგ;
მომხმარებლის მონაწილეობის არარსებობა კვლევაში ან გამოკითხვებში;
მულტი აქაუნტის ან პლატფორმის შეზღუდვების გვერდის ავლის ნიშნები;
მომხმარებლის ხელოვნური ან არაკეთილსინდისიერი მოზიდვის სხვა ნიშნები.
5.4. კომპანია არ არის ვალდებული, მონაწილეებს გაუმჟღავნოს ტრაფიკის შემოწმების მეთოდები, შიდა ხარისხის შეფასების კრიტერიუმები, ანტიფროდ-სისტემის ალგორითმები ან დარღვევების გამოვლენასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
5.5. კომპანიის მოთხოვნით მონაწილე ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია ტრაფიკის მოზიდვის წყაროებისა და მეთოდების შესახებ, მათ შორის სარეკლამო მასალების, ბმულების, სარეკლამო კამპანიის სტატისტიკის და სხვა მონაცემების შესახებ, რომლებიც აუცილებელია შემოწმებისთვის.

6. გასამრჯელო და გადახდის შეზღუდვები

6.1. კომპანის უფლებას აქვს უარი თქვას გასამრჯელოს ჩარიცხვაზე, შეაჩეროს გადახდა, დააკავოს ან გააუქმოს გასამრჯელოს მთლიანად ან ნაწილობრივ შემდეგ შემთხვევებში:
როდესაც მონაწილე არღვევს წინამდებარე წესებს;
უხარიხსო, მოტივირებული ან თაღლითური ტრაფიკის აღმოჩენისას;
ტრაფიკის ხარისხის დამატებითი შემოწმების ჩატარება.
6.2. კომპანია იტოვებს უფლებას უარი თქვას გასამრჯელოს გადახდაზე, თუ მოზიდული მომხმარებლები:
არ მონაწილეობენ კვლევაში ან გამოკითხვებში;
ქმნიან აქაუნტებს მხოლოდ ბონუსების მისაღებად;
არ აკმაყოფილებენ პროექტის სამომხმარებლო პანელის ხარისხის შიდა კრიტერიუმებს.
6.3. კომპანიის გადაწყვეტილებები ტრაფიკის ხარისხის შეფასებასა და გასამრჯელოსა დარიცხვასთან დაკავშირებით საბოლოოა.
6.4. კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ მონაწილე მიიღებს ტრაფიკის რაიმე მოცულობას, შემოსავალს ან ანაზღაურებას რეფერალური პროგრამის ფარგლებში.

7. პროგრამაში მონაწილეობის შეზღუდვები

7.1. კომპანია იტოვებს უფლებას, წინასწარი შეტყობინების გარეშე დროებით შეზღუდოს ან მთლიანად შეწყვიტოს მომხმარებლის მონაწილეობა რეფერალურ პროგრამაში შემდეგ შემთხვევებში:
წინამდებარე წესების დარღვევა;
ტრაფიკის არაკეთილსინდისიერი  მოზიდვის ნიშნების აღმოჩენა;
პლატფორმის ტექნიკური ან ორგანიზაციული შეზღუდვების გვერდის ავლის მცდელობები;
პოპულარიზაციის მეთოდებზე საჩივრების მიღება;
კომპანიისთვის სარეპუტაციო, ფინანსური ან სხვა ზიანის მიყენება.

8. დასკვნითი დებულებები

8.1. კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს, დაამატოს ან განაახლოს ეს წესები. წესების ახალი რედაქცია ძალაში შედის პროექტის საიტზე მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ კომპანიის მიერ სხვა რამ არ არის მითითებული.
8.2. ყველა საკითხში, რომელიც არ რეგულირდება ამ წესებით, მხარეები ხელმძღვანელობენ მოქმედი კანონმდებლობით და პროექტის სხვა დოკუმენტებით.