დამატება სამომხმარებლო შეთანხმებაზე (საჯარო ოფერტი)

რედაქცია 20.10.2022

ყველა ტერმინები და განმარტებები, რომელიც გამოიყენება წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმების დამატებაში (შემდეგში-დამატება) დაცულია წინამდებარე დამატებაში. ტერმინებს და განმარტებებს, რომელიც არ არის დაცული წინამდებარე დამატებაში, აქვს მნიშვნელობა, რომელიც დადგენილია სამომხმარებლო შეთანხმებაში, რომელიც გამოქვეყნებულია ადმინისტრატორის მიერ და მიღებულია რესპონდენტის მიერ (შემდეგში-სამომხმარებლო შეთანხმება).

დამატება წარმოადგენს საჯარო ოფერტს (შემდგომში-ოფერტი), რომელშიც მოწვევის ვადა არ არის შეზღუდული (მოქმედებს უვადოდ). დამატება წარმოადგენს სამომხმარებლო შეთანხმების დამატებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრატორი, პარტნიორი და რესპონდენტი ღებულობს და კისრულობს ვალდებულებას დაიცვას როგორც სამომხმარებლო შეთანხმების პირობები, ისე წინამდებარე დამატების; მხარეთა სამართლებრივი ურთიერთობებისადმი, რომელიც არ რეგულირდება დამატებით, გამოიყენება სამომხმარებლო შეთანხმების დებულებები და პირიქით. სამომხმარებლო შეთანხმებასა და დამატებას შორის წინააღმდეგობების არსებობისას, მოქმედებს დამატების დებულებები.

დამატების აქცეპტად აღიარებულია რესპონდენტის მიერ კონკლუდენტური მოქმედებების შესრულება, რომელიც გამოიხატება სააღრიცხვო ჩანაწერის შექმნაში საიტზე. სააღრიცხვო ჩანაწერის შექმნისას, ერთდროულად აქცეპტის პირობებთან და დამატების დებულებებთან ერთად, რესპონდენტი იღებს სამომხმარებლო შეთანხმების პირობებს და დებულებებს და ითვლება მიწვეულად წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმებასა და დამატებაზე.

დამატების მიღებით, რესპონდენტი აძლევს პარტნიორს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

რესპონდენტის უთანხმოების შემთხვევაში წინამდებარე დამატების დებულებათაგან რომელიმესთან, რესპონდენტს უფლება არ აქვს გამოიყენოს საიტის სერვისები. თუ რესპონდენტი აგრძელებს საიტის სერვისების გამოყენებას ცვლილებების პუბლიკაციის შემდეგ, ითვლება, რომ ამით მას მიღებული აქვს დამატების პირობების ცვლილებები სრული მოცულობით.

  1. ტერმინები და განმარტებები

საიტი-პროგრამების ერთობლიობა ელექტრონული გამოთვლითი მანქანებისთვის და სხვა ინფორმაციისთვის, რომელსაც შეიცავს საინფორმაციო სისტემა, რომელთანაც წვდომა უზრუნველყოფილია ინტერნეტის ქსელის მეშვეობით სამომხმარებლო შეთანხმებაში მითითებული საიტის დომენური სახელით.

საიტის სერვისები-საიტის ფუნქციონალური შესაძლებლობები, ინსტრუმენტები და სამსახურები, რომელიც ეძლევა რესპონდენტს რესპონდენტთა მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სოციოლოგიურ და მარკეტინგულ კვლევებში გამოკითხვათა მეშვეობით.

გამოკითხვის საიტი-საიტი ან მესამე პირების კუთვნილი საიტი, რომლის გამოყენებითაც ტარდება გამოკითხვა.

ადმინისტრატორი-საიტის მფლობელი.

რესპონდენტი-სათანადო ქმედუნარიანობის მქონე ფიზიკური პირი რესპონდენტის ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მითითებულია სამომხმარებლო შეთანხმებაში და რომელმაც გაიარა რეგისტრაცია საიტზე.

თუ სხვა არ არის დადგენილი გამოყენებული კანონმდებლობით, არ შეიძლება რესპონდენტები იყონ 12 წლის ასაკს მიუღწეველი პირები, და აგრეთვე ევროპული კავშირის წევრთა-სახელმწიფოების 6 წლის ასაკს მიუღწეველი მოქალაქეები. რესპონდენტი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ პასუხობს სამომხმარებლო შეთანხმების წინამდებარე პუნქტის მოთხოვნებს.

პარტნიორი — LLC Online Research (გგსნ: 213162-3301-ООО , მისამართი: ყირგიზეთის რესპუბლიკა, ქალაქი ბიშკეკი), რომელიც წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფის მფლობელს და იძლევა რესპონდენტებისთვის გამოკითვებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

გამოკითხვა-პირველადი ინფორმაციის შეკრების ხერხი, რომელიც გამოიხატება მოქმედებათა ერთობლიობაში ონლაინ შეკრებაში და ინფორმაციის გადაცემაში რესპონდენტისგან ადმინისტრატორისთვის, პარტნიორისთვის და (ან) მათი კლიენტებისთვის მოცემულ თემაზე, შეგროვებაში, განზოგადოებაში, მიღებული მონაცემების დამუშავებაში, შედეგების ფორმირებაში გამოკითხვების შედეგების შესახებ. გამოკითხვა შეიძლება იყოს ორგანიზებული ადმინისტრატორის, პარტნიორის ან მათი კლიენტების მიერ.

რეგისტრაცია საიტზე-რესპონდენტის მოქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია სააღრიცხვო ჩანაწერის შექმნაზე და ნიშნავს სრულ თანხმობას წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმებაზე და სხვა დოკუმენტებზე, რომელიც მითითებულია წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმების პრეამბულაში.

სააღრიცხვო ჩანაწერი-რესპონდენტის პირობითი საიდენტიფიკაციო მონაცემების ნაკრები, რომლის მეშვეობით რესპონდენტი ახორციელებს წვდომას საიტის სერვისებთან.

პირადი კაბინეტი-საიტის დახურული ტერიტორიის ნაწილი, რომელშიც განთავსებულია ინფორმაცია რესპონდენტის შესახებ და წარმოდგენილია საიტის სერვისები.

უკუკავშირის ფორმა-ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც მითითებულია სამომხმარებლო შეთანხმებაში.

ინტელექტუალური საკუთრება-ინტელექტუალური საქმიანობის შედეგები და მათთან გათანაბრებული იურიდიული პირების ინდივიდუალიზაციის საშუალებები, საქონლის, სამსახურების, მომსახურების და საწარმოების, რომელთაც ეძლევათ სამართლებრივი დაცვა (მათ შორის საიტი, საიტის სერვისები), პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ბაზები, საფირმო სახელწოდებები, სავაჭრო ნიშნები და მომსახურების ნიშნები, გრაფიკული გამოსახულებები, ფოტოსურათები, ვიდეოპროდუქცია, კომერციული აღნიშვნები და ინტელექტუალური საქმიანობის სხვა შედეგები).

რესპონდენტის ინტელექტუალური საკუთრება არის ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც ეძლევა / განთავსებულია რესპონდენტის მიერ საიტის სერვისების გამოყენებით ან გამოკითხვების საიტებზე.

ადმინისტრატორის, პარტნიორის და მათი კლიენტების ინტელექტუალური საკუთრება არის ინტელექტუალური საკუთრება, რომელზედაც უფლებები ეკუთვნის ადმინისტრატორს, პარტნიორს და მათ კლიენტებს ან სხვა მესამე პირებს, და რომელიც ეძლევა რესპონდენტს საიტის სერვისების სარგებლობისას და გამოკითხვების გავლისას.

კონფიდენციალური ინფორმაცია-ინფორმაცია ან მონაცემები, მიუხედავად მათი წარდგენის ფორმისა:

— ადმინისტრატორის, პარტნიორის და მათი კლიენტების ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც წარედგინება რესპონდენტს გამოკითხვების გავლისას (მათ შორის გამოკითხვის შეკითხვები, საქონლის/მომსახურების აღწერა და ა.შ.);

— მონაცემები, რომელიც ეკუთვნის ადმინისტრატორის, პარტნიორის და მათი კლიენტების საქმიანობას (ინფორმაცია, რომელსაც გააჩნია ფინანსური, ტექნიკური, საწარმოო და სხვა ხასიათი, ნებისმიერი მონაცემები ადმინისტრატორის, პარტნიორისა და მათი კლიენტების მიერ შემუშავებული ან გამოყენებული ხერხების, ტექნოლოგიების, იდეების, კონცეპციების, ინსტრუმენტების, ეგმ პროგრამების კომპონენტების შესახებ, ადმინისტრატორის, პარტნიორისა და მათი კლიენტების საორგანიზაციო ასპექტების შესახებ, მონაცემები საინფორმაციო სისტემების, ადმინისტრატორის, პარტნიორისა და მათი კლიენტების პროგრამული პროდუქტების შესახებ).

— ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც გააჩნია ნამდვილი და პოტენციური ფასეულობა, რადგანაც იგი უცნობია მესემე პირებისთვის, რომელიც მიღებულია რესპონდენტის მიერ საიტის, საიტის სერვისების, გამოკითხვების საიტების გამოყენებისას და რომელსაც აქვს რაიმე კავშირი ადმინისტრატორთან, პარტნიორთან და მათ კლიენტებთან;

— ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრატორის, პარტნიორის და (ან) მათი კლიენტების კომერციულ საიდუმლოს;

— სხვა ინფორმაცია, რომელიც მიეკუთვნება კონფიდენციალურს გამოყენებული კანონმდებლობის შესაბამისად.

გამოყენებული კანონმდებლობა — ყირგიზეთის რესპუბლიკა კანონმდებლობა გარდა შემთხვევებისა, რომელიც პირდაპირ არის გათვალისწინებული სამომხმარებლო შეთანხმებით, დამატებით და კონფიდენციალურობის პოლიტიკით.

ავტორიზაციის სერვისები- საიტ Google და სხვა საიტების გამოყენებით ინტერფეისი, რომელიც გამოიყენება მომხმარებლის ავტორიზაციისა და აუტენტიფიკაციისათვის, და აგრეთვე, შესაძლებელია, პროფილური ინფორმაციის ავტომატურად შევსებისთვის რესპონდენტის რეგისტრაციისას.

2. დამატების საგანი

2.1.წინამდებარე დამატებით პარტნიორი გამოხატავს თანხმობას რესპონდენტისთვის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უფლებაზე საიტის სერვისებზე წვდომისთვის (შემდეგში-პროგრამული უზრუნველყოფა) მარტივი (არასაგამონაკლისო) ლიცენზიის პირობებზე რესპონდენტის მონაწილეობის ორგანიზების მიზნებისთვის გამოკითხვებში, ხოლო რესპონდენტი კისრულობს ვალდებულებას საიტის სერვისების გამოყენებისას დაიცვას წინამდებარე დამატების და სხვა დოკუმენტების დებულებები, რომელიც არეგულირებს საიტის ცალკეული სერვისებისა და საიტზე განთავსებული მომსახურების პირობებსა და წესს.

2.2.რესპონდენტის მიერ საიტის სერვისების გამოყენება წარმოადგენს რესპონდენტის უფლებას, და არა მის ვალდებულებას.

2.3.ფიზიკური პირი, რომელიც დათანხმდა გახდეს რესპონდენტი ეთანხმება იმას, რომ მიიღებს მოწვევებს გამოკითხვებში მონაწილეობის მისაღებად.

3. საიტის სერვისების გამოტენების ზოგადი წესები

3.1.საიტის სერვისებით სარგებლობა რესპონდენტს შეუძლია მისი მონაწილეობისთვის სოციოლოგიურ და მარკეტინგულ გამოკვლევებში უფასოდ.

3.2.მოწვევები გამოკითხვებში მონაწილეობისთვის ეგზავნება რესპონდენტს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, SMS-შეტყობინებებით, ზარებით მობილური ტელეფონის ნომერზე, push-შეტყობინებებით ინტერნეტ-ბრაუზერში, პირადი შეტყობინებებით სოქიალურ ქსელებში და მყისიერი შეტყობინებების სერვისებში, და აგრეთვე სხვა ხერხებით.

3.3.რესპონდენტის ინტერესების შენარჩუნების მიზნებში საიტის სერვისებისადმი, და აგრეთვე მათი პოპულარიზაციისათვის, ახალი რესპონდენტების მოსაზიდად და დარეგისტრირებული რესპონდენტების აქტიურობის გაზრდისთვის, რესპონდენტებს შესაძლებელია შეეთავაზებათ მონაწილეობის მიღება პარტნიორის მიერ ორგანიზებულ საბონუსო პროგრამებში, და აგრეთვე ადმინისტრატორის და პარტნიორის კლიენტების მიერ. ბონუსები დაირიცხება და გამოიყენება პარტნიორის მიერ დადგენილი პიროებების შესაბამისად შესაბამის პროგრამებში ან ადმინისტრატორის ან პარტნიორის კლიენტების მიერ. წინამდებარე დამატების მიღებით, რესპონდენტი იღებს მოქმედ საბონუსო პროგრამას.

4. რეგისტრაცია საიტზე. სააღრიცხვო ჩანაწერი.

4.1. საიტზე რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ რესპონდენტის მიერ შემდეგი მოქმედებების თანმიმდევრული შესრულების პირობებზე:

4.1.1. რესპონდენტი ახორციელებს სამომხმარებლო შეთანხმების, წინამდებარე დამატების, კონფიდენციალურობის პოლიტიკის სრულ და უპირობო აქცეპტს, და აგრეთვე იძლევა თანხმობას თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. ზემოთ აღნიშნული მოქმედებები წარმოებს შემდეგი მოქმედებების თანმიმდევრული შესრულების მეშვეობით:

— სამომხმარებლო შეთანხმების, წინამდებარე დამატების, კონფიდენციალურობის პოლიტიკის, თანხმობის ტექსტის მოქმედი რედაქციების პირობებთან გაცნობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე საიტზე;

— სამომხმარებლო შეთანხმების, წინამდებარე დამატების, კონფიდენციალურობის პოლიტიკის მოქმედი რედაქციების პირობებზე თანხმობის გამოხატვა და თანხმობის გამოხატვა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პირობებზე, რომელიც მოყვანილია შეთანხმების ტექსტში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, ღილაკის დაჭერით სპეციალურ ველში აქტიურ ბმულებთან ახლოს ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებზე საიტზე.

4.1.2.წინა პუნქტში მითითებული მოქმედებების შესრულების შემდეგ, რესპონდენტს უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაციის პროცედურა, რომლის შედეგად იქმნება რესპონდენტის უნიკალური სააღრიცხვო ჩანაწერი საიტის სერვისებან წვდომისთვის. რეგისტრაციის პროცედურის გავლისთვის მომხმარებელმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა.

4.1.3. რეგისტრაციის პროცესში რესპონდენტი აყენებს ლოგინს (ელექტრონული ფოსტის მისამართს) და პაროლს თავის სააღრიცხვო ჩანაწერზე წვდომისთვის. რესპონდენტი დამოუკიდებლად აგებს პასუხს, რომ მისი ლოგინი და პაროლი არის საიმედო და უსაფრთხო, და აგრეთვე ყველაფრისთვის, რაც გაკეთებული იქნება საიტზე ავტორიზაციის შემდეგ რესპონდენტის ლოგინით და პაროლით.

4.1.4. რეგისტრაცია საიტზე ჩაითვლება დასრულებულად რესპონდენტის მიერ ინფორმაციის კორექტულად შეყვანის შემდეგ ფორმის ყველა აუცილებელ ველებში.

4.2 რესპონდენტს შეუძლია დარეგისტრირდეს აგრეთვე ავტორიზაციის სერვისების გამოყენებით.

4.3. საიტის სერვისების სარგებლობის პროცესში, რესპონდენტი დამოუკიდებლად და ნებაყოფლობით იღებს გადაწყვეტილებას საკუთარ თავზე მონაცემების წარდგენის შესახებ (მათ შორის რომელიც მიღებულია ავტორიზაციის სერვისებიდან).

5. რესპონდენტის უფლებები და მოვალეობები

5.1. რესპონდენტს უფლება აქვს:

5.1.1. უფასოდ მიიღოს მონაწილეობა გამოკითხვებში პირობებზე და წესით, რომელიც დადგენილია სამომხმარებლო შეთანხმებით და წინამდებარე დამატებით;

5.1.2. მიიღოს ინფორმაცია გამოკითხვების მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ;

5.1.3. უარი თქვას გამოკითხვაში მონაწილეობაზე მიზეზების ახსნის გარეშე;

5.1.4. დამოუკიდებლად შეიტანოს ცვლილებები და შესწორებები თავის თავზე რესპონდენტის სააღრიცხვო ჩანაწერში, იმ პირობით, რომ ასეთი ცვლილებები და შესწორებები შეიცავს აქტუალურ და ნამდვილ ინფორმაციას;

5.1.5. იჩივლოს მოქცევასთან დაკავშირებით, რომელიც, რესპონდენტის აზრით არღვევს მის უფლებებს, საჩივრის გაგზავნით უკუკავშირის ფორმის გამოყენებით;

5.1.6. წაშალოს თავისი სააღრიცხვო ჩანაწერი ნებისმიერ დროს საიტის ინსტრუქციის თანახმად საკუთარი ინიციატივით.

5.2. რესპონდენტი კისრულობს ვალდებულებას:

5.2.1. დაიცვას სამომხმარებლო შეთანხმების და წინამდებარე დამატების პირობები;

5.2.2. მიაწოდოს ნამდვილი მონაცემები, რომელიც მოთხოვნილია რეგისტრაციისას საიტზე, მიუთითოს ზუსტი, სრული და არა საწინააღმდეგო ინფორმაცია საკუთარ თავზე ყველა საკითხებზე, რომელიც წარმოდგენილია სარეგისტრაციო ფორმით, შეინარჩუნოს წარმოდგენილი ინფორმაცია აქტუალურ მდგომარეობაში;

5.2.3. არ შექმნას სააღრიცხვო ჩანაწერი გამოყენებული კანონმდებლობის მიერ დადგენილი ასაკის მიღწევამდე;

5.2.4. არ გაიაროს განმეორებითი რეგისტრაცია საიტზე მოქმედი სააღრიცხვო ჩანაწერის არსებობისას;

5.2.5. აგოს პასუხი, რომ შექმნილი პაროლი სააღრიცხვო ჩანაწერში შესასვლელად არის საიმედო, მათ შორის რეგისტრაციისას ავტორიზაციის სერვისების გამოყენებით, უზრუნველყოს პაროლის შენარჩუნება, მათ შორის გამოყენებულ მოწყობილობაზე ანტივირუსული პროგრამების დაყენების გზით. არ მისცეს პაროლი და წვდომა რაიმე გზით თავის სააღრიცხვო ჩანაწერში შესასვლელად მესამე პირებს, და აგრეთვე არ გადასცეს თავისი სააღრიცხვო ჩანაწერი მესამე პირებს;

5.2.6. გამოკითხვების გავლისას იმოქმედოს კეთილსინდისიერად, მისცეს ინფორმატიული, შინაარსიანი, თანმიმდევრული, არა საწინააღმდეგო, და აგრეთვე სრული პასუხები კითხვებზე. უშინაარსოდ ითვლება პასუხები, რომელიც არ ეხება გამოკითხვის თემას, შეიცავს არანორმატიულ ლექსიკას, ციფრებს, სასვენ ნიშნებსა და ასოებს, რომელსაც არ გააჩნიათ შინაარსობრივი დატვირთვა და ეწინააღმდეგება ერთმანეთს ან ჯანსაღ აზრს და ა.შ., და აგრეთვე განზრახ ცრუ პასუხები;

5.2.7. დაუყოვნებლივ შეატყობინოს არაავტორიზებული (რესპონდენტის მიერ უნებართვოდ) წვდომის ნებისმიერი შემთხვევის შესახებ რესპონდენტის სააღრიცხვო ჩანაწერზე და (ან) რესპონდენტის მონაცემების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ, წერილის გაგზავნის გზით უკუკავშირის ფორმით;

5.2.8. არ გამოიყენოს საიტი:

· გამოყენებადი კანონმდებლობის ნორმების დარღვევისთვის, მათ შორის:

— მესამე პირებისთვის და მათთვის ზიანის მიყენებისთვის ნებისმიერი ფორმით;

— საკუთარი თავის გასასაღებლად სხვა ადამიანის ან თანასაზოგადოების ორგანიზაციის და (ან) წარმომადგენლის ნაცვლად საამისოდ არასაკმარისი უფლებების გარეშე, და აგრეთვე შეცდომაში შესაყვანად რომელიმე სუბიექტის ან ობიექტების თვისებებისა და დახასიათებასთან მიმართებაში;

— სხვა რესპონდენტების პერსონალური მონაცემების შეკრებისთვის და შენახვისთვის;

· საიტზე წვდომის განხორციელებისთვის ან საიტიდან მონაცემების შეკრებისთვის ავტომატური საშუალებების დახმარებით;

· წვდომის მისაღებად მონაცემებთან ასეთ წვდომაზე ნებართვის გარეშე;

· მიმღებების მიერ სარეკლამო, კომერციული ან სააგიტაციო ხასიათის არასანქციონირებული და (ან) მოულოდნელი გზავნილების განხორციელებისთვის, რომელიც რაიმე გზით დაკავშირებულია საიტთან;

· მოქმედებების შესრულებისთვის, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს საიტის გამორთვა, ნორმალური მუშაობის ან დიზაინის გაუარესება ან მისი ზედმეტად გადატვირთვა;

· მასალების ატვირთვისთვის, გადაცემისთვის ან სხვა ნებისმიერი ხერხით მათი გამოქვეყნებისთვის, მათ შორის Web-ფორმების მეშვეობით და იმ გამოკითხვებში მონაწილეობის მსვლელობისას, რომელიც:

— არის ზიანის მომტანი და (ან) უკანონო: უხეში, საფრთხის შემცველი, შეურაცხმყოფელი, პორნოგრაფიული, ცილისმწამებლური, ადამიანების სიძულვილის და (ან) დისკრიმინაციის პროპაგანდის მატარებელი რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი, სოციალური ნიშნებით, რომელიც არღვევს მესამე პირების ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს;

— რომელიც რესპონდენტს არ აქვს უფლება გახადოს მისაწვდომი კანონით ამ რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობების თანახმად;

— რომელიც შეეხება მესამე მხარის რომელიმე პატენტს, სავაჭრო მარკას, კომერციულ საიდუმლოს, კოპირაიტს ან სხვა ინტელექტუალურ უფლებებს;

— სარეკლამო ინფორმაცია, სპამი, თაღლითური და სხვა მსგავსი სქემები (მაგალითად, „პირამიდები“, „ბედნიერების წერილები“ და სხვა), რომელიც არ არის ნებადართული სპეციალურად;

— რომელიც შეიცავს ვირუსებს ან სხვა კომპიუტერულ კოდებს, ფაილებს ან პროგრამებს, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი კომპიუტერული ან სატელეკომუნიკაციო მოწყობილობის ან პროგრამების ფუნქციონალურობის დარღვევისთვის, შეზღუდვისთვის, განადგურებისთვის, არასანქციონირებული წვდომის განხორციელებისთვის, და აგრეთვე სერიული ნომრები კომერციული პროგრამული პროდუქტებისთვის და პროგრამები მათი გენერაციისთვის, ლოგინები, პაროლები და სხვა საშუალებები არასანქციონირებული წვდომის მისაღებად ფასიან რესურსებზე ინტერნეტში, და აგრეთვე ბმულების განთავსებისთვის ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციაზე.

5.2.9. არ მოხდეს პროგრამული უზრუნველყოფის კოპირება და ცვლილება; არ შეიქმნას პროგრამები, პროგრამული უზრუნველყოფისგან წარმოებული; არ შევიდეს პროგრამულ უზრუნველყოფაში პროგრამული კოდის მიღების მიზნით;

5.2.10. არ განახორციელოს გაყიდვა, დათმობა, იჯარით გაცემა, მესამე პირებისთვის გადაცემა ნებისმიერი სხვა ფორმით საიტზე ან საიტის სერვისებზე წვდომის უფლებები;

5.2.11. არ განათავსოს კონტექსტური რეკლამა, რომელიც იყენებს მის რეფერალურ ბმულს ინტერნეტის ქსელის ნებისმიერ სერვისებში, რომელიც უწევს მომსახურებას რეკლამის ჩვენებას კონტექსტურ მოთხოვნებზე, შესაბამის მოთხოვნაში ან ტექსტში ან სათაურში განცხადების სიტყვების ან სიტყვათა წყობის არსებობის პირობით, რომელიც მსგავსია საიტის დასახელებისა შერევის ხარისხამდე. აგრეთვე, რესპონდენტი კისრულობს ვალდებულებას არ განახორციელოს სპამ-დაგზავნები email-ით, სოციალურ ქსელებში ან მესენჯერებში, რომელიც შეიცავს მის რეფერალურ მბულს;

5.2.12. დაიცვას მკაცრი კონფიდენციალურობა სამომხმარებლო შეთანხმების დებულებების თანახმად და არ გაასაჯაროოს მესემე პირებზე კონფიდენციალური ინფორმაცია;

5.2.13. არ გაიაროს გამოკითხვები რესპონდენტის ქვეყანაში არ ყოფნისას;

5.2.14. რესპონდენტის ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში სხვა ქვეყანაში მუდმივად საცხოვრებლად-უარი თქვას რაიმე მოთხოვნებზე პარტნიორთან ან ადმინისტრატორთან და გააუქმოს თავისი სააღრიცხვო ჩანაწერი.

6. პარტნიორის უფლებები და მოვალეობები

6.1. პარტნიორს უფლება აქვს:

6.1.1.ნებისმიერ დროს, შეტყობინების გარეშე დაამატოს, მოახდინოს რედაქტირება ან სხვა რომელიმე ხერხით შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე დამატების პირობებში;

6.1.2. მოიწვიოს რესპონდენტები გამოკითხვებში მონაწილეობაზე;

6.1.3. არ მოიწვიოს/უარი უთხრას რესპონდენტებს გამოკითხვებში მონაწილეობაზე, რომელიც არ აკმაყოფილებს გამოკითხვის მიზნობრივი აუდიტორიის კრიტერიუმებს რაიმე მიზეზებით, ამავდროულად პარტნიორი ვალდებული არ არის გაასაჯაროოს ასეთი უარების მიზეზები;

6.1.4. თუ სხვა პირდაპირ არ გამომდინარეობს წინამდებარე დამატების პირობებიდან, გადასცეს გაუპიროვნებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს რესპონდენტის პასუხებს კითხვებზე გამოკითხების ფარგლებში, მესამე პირებზე;

6.1.5. დაუბლოკოს რესპონდენტს საიტის სერვისებთან წვდომა, მოშალოს წინამდებარე დამატება რესპონდენტის მიერ ვალდებულებების დარღვევისას, რომელიც დადგენილია წინამდებარე დამატებით;

6.1.6. აწარმოოს პროფილაქტიკური სამუშაოები საიტის პროგრამულ-სააპარატო კომპლექსში საიტის და საიტის სერვისების მუშაობის დროებითი შეჩერებით;

6.2. პარტნიორი კისრულობს ვალდებულებას:

6.2.1. უსასყიდლოდ მისცეს რესპონდენტს წვდომა საიტის სერვისებზე გამოკითხვების გასავლელად;

6.2.2. დაამუშავოს რესპონდენტის პერსონალური მონაცემები, შეინარჩუნოს მათი კონფიდენციალურობა და უზრუნველყოს უსაფრთხოება წინამდებარე დამატებების და კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობების შესაბამისად.

7. წვდომის ბლოკირება საიტის სერვისებზე

7.1. რესპონდენტის წვდომის ბლოკირება საიტის სერვისებზე ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:

7.1.1. რესპონდენტის მიერ თავისი სააღრიცხვო ჩანაწერის შაწლისას;

7.1.2. რესპონდენტის მიერ თანხმობის გამოხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე;

7.1.3. რესპონდენტის სტატუსის შეცვლა მისი მოთხოვნების შესაბამისობის ნაწილში, რომელიც აღნიშნულია წინამდებარე დამატებაში;

7.1.4. რესპონდენტის მიერ ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის ფაქტი, რომელიც დადგენილია დამატებით;

7.2. რესპონდენტის სააღრიცხვო ჩანაწერი შეიძლება იყოს დაბლოკილი, თუ რესპონდენტი არ იყენებს საიტის სერვისებს და არ მიუღია მონაწილეობა არცერთ გამოკითხვაში, რომელსაც ატარებდა საიტის სერვისები, 6 (ექვსი) წინა თვის განმავლობაში;

7.3. რესპონდენტი ეთანხმება იმას, რომ ადმინისტრატორი და პარტნიორი არ აგებს მის წინაშე არანაირ პასუხს წვდომის ბლოკირებისთვის საიტის სერვისებზე;

7.4. რესპონდენტის წვდომის ბლოკირების თარიღიდან საიტის სერვისებზე წინამდებარე დამატება ითვლება მოშლილად.

8. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

8.1. ადმინისტრატორის, პარტნიორისა და მათი კლიენტების ინტელექტუალური საკუთრება:

8.1.1. რესპონდენტი აღიარებს და ეთანხმება იმას, რომ ადმინისტრატორის, პარტნიორისა და მათი კლიენტების ინტელექტუალური საკუთრება იმყოფება სამართლებრივი დაცვის ქვეშ.

8.1.2. რესპონდენტს ეძლევა უფასო მარტივი (არასაგამონაკლისო) ლიცენზია საიტის, საიტის სერვისების და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაზე იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია რესპონდენტის მონაწილეობისთვის გამოკითხვებში.

8.1.3. რესპონდენტს არ ეძლევა არანაირი სხვა უფლებები ადმინისტრატორის, პარტნიორისა და მათი კლიენტების ინტელექტუალურ საკუთრებაზე გარდა იმ უფლებებისა, რომელიც დასახელებულია წინამდებარე დამატების წინა პუნქტში, მათ შორის რესპონდენტს ეკრძალება გადაცემა, გასხვისება, გაყიდვა, კოპირება, გავრცელება, ცვლილება და სხვა გზით განკარგვა ადმინისტრატორის, პარტნიორისა და მათი კლიენტების ინტელექტუალურ საკუთრებასთან მიმართებაში.

8.2. რესპონდენტის ინტელექტუალური საკუთრება:

8.2.1. გამოკითხვის პროცესში მასალების განთავსებისას, რესპონდენტი წარმოუდგენს ადმინისტრატორს, პარტნიორსა და მათ კლიენტებს (რომლებიც არის გამოკითხვის ორგანიზატორი და დამკვეთი) უფასო მარტივ (არასაგამონაკლისო) ლიცენზიას მითითებულ მასალებზე, ტერიტორიის და მისი მოქმედების ვადის შეზღუდვის გარეშე მასალების გამოყენების უფლებით ნებისმიერი კანონით ნებადართული ხერხით, მათ შორის საჯარო აღწარმოების მევეობით, დემონსტრაციით, კოპირებით, ციფრული დამუშავებით, გადამუშავებით ან მოდიფიკაციით, და აგრეთვე მესამე პირებზე ზემოთ აღნიშნული უფლებების გადაცემის უფლებით (სუბლიცენზიების გაცემა), მათ შორის ტრანსსასაზღვრო გადაცემა.

8.2.2. საიტზე და საიტის სერვისებზე მასალების განთავსებისას, რესპონდენტი იძლევა გარანტიას, რომ:

— წარმოადგენს განთავსებული მასალების კანონიერი უფლების მფლობელს და მასალების გამოქვეყნებისას, რესპონდენტი არ არღვევს მესამე პირების უფლებებს ან მოქმედი შეთანხმებების პირობებს;

— რესპონდენტი არ არის დაკავშირებული რაიმე ვალდებულებებით მასალებთან მიმართებაში, მათ შორის კონფიდენციალურობის დაცვასთან მიმართებაში.

9. კონფიდენციალურობა

9.1. რესპონდენტის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის მესამე პირებისთვის, ისევე როგორც კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროება ან სხვა ნებისმიერი წვდომა მასთან-შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ადმინისტრატორის, პარტნიორისა და მათი კლიენტების წერილობითი ნებართვით, რომლებიც არიან გამოკითხვის დამკვეთები, რომლის ფარგლებში გახსნილია კონფიდენციალური ინფორმაცია.

9.2. რესპონდენტი მიიღებს ყველა ზომებს კონფიდენციალური ინფორმაციის შესანახად.

9.3. კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებისთვის რესპონდენტი პასუხს აგებს, რომელიც დადგენილია გამოყენებული კანონმდებლობით.

10. პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა

10.1. პარტნიორის მიერ რესპონდენტის პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან მიმართებაში მოქმედებს კონფიდენციალურობის პოლიტიკის დებულებები, და აგრეთვე სამოხმარებლო შეთანხმების დებულებები.

11. რესპონდენტის პასუხისმგებლობა

11.1რესპონდენტი პასუხს აგებს საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ან არასათანადო შესრულებისთვის წინამდებარე დამატებით გამოყენებული კანონმდებლობის შესაბამისად.

11.2რესპონდენტი აცნობიერებს, რომ დამატების პირობების დაუცველობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ადმინისტრატორს, პარტნიორს და (ან) მათ კლიენტებს. ამასთან დაკავშირებით, ადმინისტრატორი, პარტნიორი, კლიენტს უფლება აქვს მოთხოვოს რესპონდენტს უკანასკნელის მიერ მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

12. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება

12.1.პარტნიორი პასუხს არ აგებს რესპონდენტის წინაშე იმ ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა საიტის ან საიტის სერვისების გამოყენების დროს, და აგრეთვე პასუხს არ აგებს არანაირ ხელშეკრულებებზე რესპონდენტსა და მესამე პირებს შორის.

12.2.რესპონდენტი ეთანხმება იმას, რომ პარტნიორი არ აგებს მის წინაშე არანაირ პასუხს წვდომის ბლოკირებისთვის საიტის სერვისებთან.

13. დამატების შეცვლა

13.1.პარტნიორს უფლება აქვს ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე დამატების და მისი ყველა განუყოფელი ნაწილების პირობები რესპონდენტთან შეთანხმების გარეშე უკანასკნელის შეტყობინებით საიტზე დამატების ახალი რედაქციის ან შეცვლილი მისი განუყოფელი ნაწილების განთავსების მეშვეობით. დამატების ახალი რედაქცია და (ან) მისი რომელიმე განუყოფელი ნაწილის შედის ძალაში საიტზე გამოქვეყნების დღიდან.

14. დასკვნითი დებულებები

14.1.ნებისმიერ დავებს ან პრეტენზიებს, რომელიც გამომდინარეობს მოცემული დამატებიდან ან დაკავშირებულია დამატებასთან, მხარეები ეცდებიან მოაგვარონ პრეტენზიის წესით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა ექვემდებარება სასამართლოში განხილვას პარტნიორის ადგილსამყოფელის მიხედვით.

14.2.წინამდებარე დამატებას აქვს უსასყიდლო ხასიათი, რასთან დაკავშირებითაც ნორმები მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ წინამდებარე დამატებაზე არ გამოიყენება.