საბონუსო პროგრამა (საჯარო ოფერტი)

რედაქცია 20.10.2022

წინამდებარე საბონუსო პროგრამა (შემდგომში-საბონუსო პროგრამა) წარმოადგენს საჯარო ოფერტს (შემდგომში-ოფერტი), რომელთანაც მოწვევის ვადა არ არის შეზღუდული (მოქმედებს უვადოდ).

საბონუსო პროგრამის აქცეპტად აღიარებულია რესპონდენტის მიერ სამომხმარებლო შეთანხმების დამატების მიღება (საჯარო ოფერტი), რომელიც გამოქვეყნებულია პარტნიორის მიერ და მიღებულია რესპონდენტის მიერ, და განთავსებულია ინტერნეტის ქსელში (შემდეგში-დამატება).

ყველა განმარტებებს, რომელიც გამოყენებულია საბონუსო პროგრამაში და არ არის დაცული მასში, აქვს სამომხმარებლო შეთანხმებაში დადგენილი მშიშვნელობები, რომელიც გამოქვეყნებულია ადმინისტრატორის მიერ და მიღებულია რესპონდენტის მიერ (შემდგომში-სამომხმარებლო შეთანხმება) და დამატებაში.

1. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე საბონუსო პროგრამა მიმართულია უკვე არსებული რესპონდენტების შენარჩუნებაზე და ახალი რესპონდენტების მოზიდვაზე გამოკითხვების გასავლელად, რომელიც ორგანიზებულია ორგანიზატორის, პარტნიორისა და ადმინისტრატორის/პარტნიორის კლიენტების მიერ და წარმოადგენს ღინისძიებას, რომლის შედეგად რესპონდენტი აგროვებს ქულებს და ახდენს მათ გადაცვლას წახალისებაზე.

1.2. საბონუსო პროგრამაში მონაწილეობის ფაქტი ნიშნავს, რომ რესპონდენტი შეუერთდა საბონუსო პროგრამას, გაეცნო საბონუსო პროგრამის პირობებს და სრულად ეთანხმება მათ.

1.3. დამატებითი ტერმინები და განმარტებები:

1.3.1. წახალისება-სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება რესპონდენტისთვის ან პირისთვის, რომელიც მითითებულია რესპონდენტის მიერ, მობილური კავშირის მომსახურე ოპერატორის მიერ, ქულების ნაცვლად, რომელიც დაგროვილია რესპონდენტის მიერ საბონუსო პროგრამაში მონაწილეობის პროცესში. რესპონდენტის მიერ მიღებული წახალისება, არ შეიძლება იყოს შეცვლილი ფულადი ეკვივალენტით;

1.3.2. საბონუსო ბარათი-საინფორმაციო მონაცემთა ერთობლიობა რესპონდენტის შესახებ, მისთვის მიცემული წახალისებების შესახებ, დარიცხული, ჩამოწერილი ქულების და ქულების მიმდინარე ბალანსის შესახებ. საბონუსო ბარათი იხსნება რესპონდენტის სახელზე, რომელსაც მიღებული აქვს სამომხმარებლო შეთანხმების პირობები, დამატებები და იყენებს საიტს;

1.3.3. ქულები-ბონუსები, რომელიც ერიცხება რესპონდენტს საბონუსო პროგრამაში მონაწილეობისთვის.

1.3.4. ქულების მინიმალური რაოდენობა-ქულების მინიმალური რაოდენობით, რომელიც საჭიროა დაგროვილი ქულების გადაცვლისთვის წახალისებაზე, რომელიც დაყენებულია საიტზე.

1.4. საბონუსო პროგრამის ჩატარების პერიოდი: წინამდებარე საბონუსო პროგრამის გამოქვეყნების თარიღიდან საიტზე განუსაზღვრელი ვადით. პარტნიორს უფლება აქვს გააუქმოს ან შეაჩეროს საბონუსო პროგრამის ჩატარება ნებისმიერ დროს რესპონდენტების შეტყობინების პირობისას ასეთი გაუქმების შესახებ საიტზე შესაბამისი განცხადების გამოქვეყნების გზით არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა საბონუსო პროგრამის ვადის დასრულებამდე.

2. საბონუსო პროგრამაში მონაწილეობის წესები

2.1. საბონუსო პროგრამაში მონაწილეობისათვის პირი აუცილებლად უნდა შეუერთდეს სამომხამრებლო შეთანხმებას, დამატებას და წინამდებარე საბონუსო პროგრამას.

2.2. საბონუსო პროგრამაში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი. რესპონდენტი, წინამდებარე საბონუსო პროგრამასთან თანხმობით, იძლევა თავის ინფორმირებულ და ნებაყოფლობით თანხმობას სტიმულირებად, სარეკლამო, მარკეტინგულ და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობაზე, რომელიც მიმართულია საიტის სერვისების პოპულარიზაციაზე. საიტის სერვისების ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია, საინფორმაციო, სარეკლამო ან სხვა შეტყობინებები ეგზავნება რესპონდენტს ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ტელეფონის ნომერზე, რომელიც მითითებულია რესპონდენტის მიერ რეგისტრაციისას დამატებით დადგენილი წესით. რესპონდენტს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი განაცხადოს წინამდებარე პუნქტში მითითებული ინფორმაციის მიღებაზე თავისი სააღრიცხვო ჩანაწერის წაშლის გზით.

2.3. რესპონდენტს შეუძლია მიიღოს ქულები მხოლოდ პირადად მის მიერ გავლილი გამოკითხვებისთვის. სხვა შემთხვევაში რესპონდენტის სააღრიცხვო ჩანაწერი შეიძლება დაიბლოკოს.

2.4. ქულები საბონუსო ბარათზე ირიცხება საიტის სერვისების აქტიური მონაწილეობისთვის, კერძოდ:

2.4.1. რესპონდენტის მიერ გამოკითხვის გავლისთვის შემდეგი პირობების დაცვისას:

— გამოკითხვის სრულად გავლისთვის, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოკითხვა ტარდება პარტნიორის/ ადმინისტრატორის/ პარტნიორის კლიენტის რესურსზე-პარტნიირის/ ადმინისტრატორის/ პარტნიორის კლიენტის მიერ გამოკითხვის სრულად და კორექტულად გავლის დადასტურების პირობით (ადმინისტრატორი/პარტნიორი პასუხს არ აგებს ქულების ჩაურიცხველობაზე იმ შემთხვევაში, თუ რესპონდენტი რაიმე მიზეზების გამო არ დაასრულებს გამოკითხვის გავლას);

— ქულები ირიცხება ერთჯერადად გარკვეული დროის განმავლობაში გამოკითხვის გავლის შემდეგ;

— ქულების რაოდენობა, რომელიც ექვემდებარება დარიცხვას, დგინდება ცალკე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და ანონსდება ან რესპონდენტის პირად კაბინეტში, ან რესპონდენტისთვის გაგზავნილ მოწვევაში გამოკითხვაში მონაწილეობისთვის, ან სხვა ხერხებით. დაგროვილი ქულების რაოდენობა აისახება საბონუსო ბარათზე რესპონდენტის პირად კაბინეტში;

— რესპონდენტი აღიარებს და ეთანხმება იმას, რომ გამოკითხვები ტარდება განსაზღვრული პროფილის პირებს შორის, რომელიც ყალიბდება სხვადასხვა დახასიათებების მიხედვით (ასაკი, სქესი, საცხოვრებელი ადგილის გეოგრაფია, ოჯახური და სოციალური სტატუსი, გარკვეული პროდუქტის მოხმარება, მომსახურება და ა.შ.). ამასთან დაკავშირებით რესპონდენტის მონაწილეობის შესაძლებლობა, რომელიც არ შეესაბამება მოთხოვნილ პროფილს, შეიძლება იყოს შეზღუდული, რესპონდენტისთვის საინფორმაციო შეტყობინების გაგზავნის მიუხედავად ასეთი გამოკითხვის ჩატარების შესახებ. ქულები ამ შემთხვევაში არ ირიცხება;

— რესპონდენტს არ აქვს იმ გამოკითხვების არსებობის გარანტია, რომელიც ხელმისაწვდომია გასავლელად.

2.4.2. რესპონდენტის პირად კაბინეტში ინფორმაციის შევსებისთვის შემდეგი პირობების დაცვისას:

— რესპონდენტის მიერ პროფილური ინფორმაციის შევსებისას;

— ქულები ირიცხება ერთჯერადად რაღაც დროის განმავლობაში ინფორმაციის შევსების შემდეგ;

— ქულების რაოდენობა, რომელიც ექვემდებარება დარიცხვას, დგინდენა და აისახება საბონუსო ბარათზე რესპონდენტის პირად კაბინეტში.

2.4.3. რესპონდენტის მონაწილეობისთვის პროგრამებში, რომელიც ორგანიზებულია ადმინისტრატორის, პარტნიორის, ადმინისტრატორის/პარტნიორის კლიენტების მიერ შემდეგი პირობების დაცვისას;

— რესპონდენტის მიერ პროგრამებში მონაწილეობის პირობების დაცვისას და რესპონდენტის შესაბამისობისას მითითებული პროგრამების მონაწილეების მოთხოვნების მიმართ;

— ქულები ირიცხება ერთჯერადად რაღაც დროის განმავლობაში რესპონდენტის პროგრამაში მონაწილეობის დასრულების შემდეგ;

— ქულების რაოდენობა, რომელიც ექვემდებარება დარიცხვას, დგინდება ცალკე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და ანონსდება ან რესპონდენტის პირად კაბინეტში, ან რესპონდენტისთვის გაგზავნილ მოწვევაში გამოკითხვაში მონაწილეობისთვის, ან სხვა ხერხებით;

— დაგროვილი ქულების რაოდენობა აისახება საბონუსო ბარათზე რესპონდენტის პირად კაბინეტში;

2.4.4. რესპონდენტის მიერ გამოკითხვებში მონაწილეობისთვის მესამე პირების მოზიდვისთვის შემდეგი პირობების დაცვისას:

— საიტზე მესამე პირის რეგისტრაციისას, რომელიც არ არის რესპონდენტი, და პირველი გამოკითხვის გავლისთვის, რომელშიდაც მონაწილეობისთვის ირიცხება ქულები;

— ქულები ირიცხება ერთჯერადად რაღაც დროის განმავლობაში საიტზე მესამე პირის რეგისტრაციის შემდეგ;

— ქულების რაოდენობა, რომელიც ექვემდებარება დარიცხვას ყოველი მოზიდული პირისთვის, დაანონსდება საიტზე;

— დაგროვილი ქულების რაოდენობა აისახება საბონუსო ბარათზე რესპონდენტის პირად კაბინეტში;

2.5. პარტნიორს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ დაადგინოს ქულების დარიცხვის და/ან დაურიცხველობის სხვა საფუძვლები (შემთხვევები), მათ შორის რესპონდენტთა ცალკეული კატეგორიებისთვის.

2.6. პარტნიორს უფლება აქვს არ დარიცხოს ქულები, და აგრეთვე მოხსნას დარიცხული ქულები რესპონდენტის მიერ სამომხმარებლო შეთანხმების, დამატების და/ან წინამდებარე საბონუსო პროგრამის წესების პირობების დარღვევისას.

2.7. საბონუსო ბარათზე ქულების დარიცხვის შემდეგ რესპონდენტი იღებს უფლებას მათ გამოყენებაზე წინამდებარე საბონუსო პროგრამით დადგენილი წესით.

3. ქულების მოქმედების ვადა და ქულების გადაცემა მესამე პირებისთვის.

3.1. საბონუსო ბარათზე დარიცხული ქულები მოქმედებს საბონუსო პროგრამის მთელი მოქმედების ვადის განმავლობაში, გარდა რესპონდენტის წვდომის ბლოკირების შემთხვევისა საიტის სერვისებთან, რომლის დროსაც ქულები ანულირდება.

3.2. საბონუსო ბარათის მართვა ხდება ინდივიდუალურად ყოველი რესპონდენტის მიმართ. საბონუსო ბარათზე დარიცხული ქულები არ შეიძლება გადაეცეს ან სხვა გზით დაეთმოს სხვა რესპონდენტს.

4. წახალისების გაცემის წესი

4.1. დაგროვილი ქულების გადაცვლისთვის წახალისებაზე რესპონდენტმა საჭიროა დააგროვოს ქულების (ჩამოუწერლად) მინიმალური რაოდენობა და გაგზავნოს განაცხადი ასანაზღაურებლად.

4.2. განაცხადის გაგზავნისას ასანაზღაურებლად ქულების შესაბამისი რაოდენობა იქნება ჩამოწერილი საბონუსო ბარათიდან. პარტნიორი ეცდება წახალისების წარმოდგენას 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში განაცხადის გაგზავნის დღიდან. თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში მითითებული ვადა შეიძლება იყოს გაზრდილი. წახალისება არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას და გადაცვლას ქულებზე მისი მიღების შემდეგ.

4.3. რესპონდენტი დამოუკიდებლად იხდის გადასახადებს და მოსაკრებელს, რომლის გადახდის ვალდებულება იქმნება რესპონდენტის მიერ წახალისების მიღებისას გამოყენებული კანონმდებლობის შესაბამისად, და დამოუკიდებლად აგებს პასუხს წინამდებარე ვალდებულების სათანადო შესრულებაზე.

5. რესპონდენტების ინფორმირების ხერხი და წესი საბონუსო პროგრამის ჩატარების პერიოდისა და პირობების შესახებ

5.1. საბონუსო პროგრამის ჩატარების წესები განთავსებულია საიტზე.

5.2. პარტნიორი იტოვებს უფლებას არ შევიდეს წერილობით მოლაპარაკებებში ან სხვა კონტაქტებში რესპონდენტთან, გარდა წინამდებარე საბონუსო პროგრამით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5.3. საბონუსო პროგრამის ჩატარების შეჩერების, შეწყვეტის ან მისი ჩატარების პირობების შეცვლის შემთხვევაში, და აგრეთვე ნებისმიერ სხვა შემთხვევებში ინფორმაცია ამის შესახებ იქნება მიყვანილი რესპონდენტებამდე ინფორმაციის განთავსების გზით საიტზე.

5.4. პარტნიორი პასუხს არ აგებს ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც შეიძლება მიყენებული იქნეს რესპონდენტისთვის მის საბონუსო პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მის მიერ წახალისების მიღებასთან დაკავშირებით და მათ გამოყენებასთან, შეცდომებისთვის დოკუმენტების გაფორმებისას, რომელიც დაშვებულია რესპონდენტის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენისთვის, რესპონდენტისთვის ან მისი ქონებისთვის მიყენებული ზიანისთვის მესამე პირთა ბრალეულობით, რესპონდენტის მიერ მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევისთვის, და ამის გამო შექმნილი შედეგებისთვის, ნებისმიერი ზარალისთვის, რომელიც მიყენებულია რესპონდენტის მიერ მესამე პირებისთვის წახალისებების მიღებასთან დაკავშირებით.